ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

“მუნიციპალიტეტის მოხალისე 2019”

18 ივლისი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში “მუნიციპალიტეტსის მოხალისე 2019” -ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ჯგუფმა “AANSTERS”- მა თავიანთი პროგრამის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს. ნია გელაშვილმა, ანი ხომასურიძემ და ანუკი გიგოლაშვილმა თანატოლებს პროგრამის დეტალები და თავიანთი სამოქმედო გეგმა გააცნეს, ისაუბრეს მოხალისეობის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდების მონაწილეობაზე. შეიმუშავეს ჯგუფში მუშაობისთვის საჭირო წესებიც. 

მსგავსი სამუშაო შეხვედრები მოხალისის პროგრამის კიდევ ორმა ჯგუფმა უნდა გამართოს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოხალისე მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის აპრილის თვეში გამოაცხადა, ეს წარმოადგენს გრძელვადიან პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია, როგორც ეფექტური ისე ეფექტიანი შედეგების მიღებაზე. კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩა 20 ახალგაზრდა, რომლებმაც გაიარეს ერთ კვირიანი ტრენინგ კურსი სხვადასხვა თემებზე. კონკურსის ბოლო ეტაპზე გადავიდა სულ 12 მოხალისე, რომლებიც დაიყვნენ მცირე ჯგუფებად. შეადგინეს ექვს თვიანი სტრატეგია და სამუშაო გეგმა, შეიმუშავეს მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა იმუშაონ თავიანთ თანატოლებთან. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა ხუთი თვის განმავლობაში მოხალისეობით და თანატოლგანმანათლებლობის სურვილით უნდა იმუშაონ სხვადასხვა ახალგაზრდულ თემებზე და გამოწვევებზე , ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისთვის, დაგეგმონ და განახორციელონ განსხვავებული პროგრამები და აქტივობები. პროგრამის დასრულების შემდეგ ფართო აუდიტორიის წინაშე ახალგაზრდები წარადგენენ პროგრამის შედეგებს, მოხდება ანალიზი და შეჯამება. ასევე, პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალური დიალოგის პლატფორმების შექმნას. 

პროგრამის მიზანია, მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციასთან ერთად ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობა და ჩართულობა. რაც ხელს შეუწყობს მათში მნიშვნელოვანი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას, ასევე ახალგაზრდების გააქტიურებასა და წახალისებას, სამოქალაქო აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.

გააზიარე