ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„მუნიციპალიტეტის მოხალისე“

23 ივლისი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მოხალისის ფარგლებში პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების მეორე ჯგუფმა ,,TEST’ -მა “ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის თემა მეგობრობა იყო. თათია მერაბიშვილმა, თათია გიგოლაშვილმა და ეთუნა მერაბიშვილმა ახალგაზრდებს პროგრამა გააცნეს. შეიმუშავეს ჯგუფში მუშაობის წესები, გააკეთეს პრეზენტაციები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

ახალგაზრდები გაეცნენ პროგრამას, შეგახსენებთ, რომ მოხალისის პროგრამას მუნიციპალიტეტის მერია 2019 წლის აპრილის თვიდან ახორციელებს, ეს არის საპილოტე პროგრამა, რომლის მიზანია, მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციასთან ერთად ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობა და ჩართულობა. რაც ხელს შეუწყობს მათში მნიშვნელოვანი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას. ასევე, ახალგაზრდების გააქტიურებასა და წახალისებას, სამოქალაქო აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.

 

გააზიარე