ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოხალისის პროგრამის ფარგლებში ფილმის ჩვენება მოეწყო

29 ივლისი, 2019

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მოხალისის“ პროგრამის ფარგლებში , პროგრამაში მონაწილე  ჯგუფის  “AANSTERS”-ის ორგანიზებით ფილმის ჩვენება მოეწყო. ახალგაზრდებმა  ფილმი „დღე, როდესაც დედამიწა გაჩერდა“ ნახეს.

ფილმი მოგვითხრობს უცხოპლანეტელებზე, რომლებმაც  თავის პლანეტაზე კლიმატური ცვლილებების გამო სწრაფი ევოლუცია განიცადეს . მათი წარმომადგენელი კლაატუ  ჩამოდის დედამიწაზე, რათა შეაფასოს, რამდენად შეძლებს კაცობრიობა აიცილოს ის ეკოლოგიური ზიანი, რაც საკუთარ პლანეტას მიაყენა. როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მას არ მიიღებს,ის გადაწყვეტს, რომ დედამიწა გადარჩება, ოღონდ ადამიანები უნდა გაანადგურონ.

ფილმის ჩვენების შემდეგ ახალგაზრდებმა მისი შინაარსი განიხელეს და დისკუსია მოაწყვეს.

შეგახსენებთ, რომ მოხალისის პროგრამაში ჩართულმა ჯგუფებმა  ექვსი თვის განმავლობაში თანატოლგანმანათლებლობით უნდა დაგეგმონ და განახორციელონ  სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამები.

 

გააზიარე