ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„მოყვარულთა თასი 2019“ -ის რეგიონული თამაშები იწყება

31 ივლისი, 2019

 ფეხბურთში „მოყვარულთა თასი 2019“ -ის რეგიონული თამაშები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებმა  შეხვედრა გამართეს.

ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ და ვიცე პრეზიდენტმა გოგიტა თოლორდავამ თამაშების  საორგანიზაციო საკითხებზე და უსაფრთხოების წესების დაცვაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს კი  რეგიონულ თამაშებში მონაწილე გუნდების წარმომადგენლები  ბურთებით დაასაჩუქრეს.

შეგახსენებთ, რომ  „მოყვარულთა თასი 2019“ -ის რეგიონულ  თამაშებში ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობას „ახალციხის მესხეთი“ მიიღებს.

 

გააზიარე