ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მიგრაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა მერიაში

13 ნოემბერი, 2019

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ინიციატივით, დღეს ახალციხის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო აუდიტორიის ინფორმირება ტრეფიკინგის, უვიზო მიმოსვლის, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების, საქართველოდან ემიგრაციისა და საქართველოში დაბრუნების საკითხებზე.

შეხვედრის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ უსაფრთხო მიგრაციის უპირატესობებს, უკანონო მიგრაციის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებს და უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის დროს წარმოქმნილ სირთულეებს, როგორც ინდივიდუალურ, ისე ქვეყნის დონეზე.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არის გაეროს მიგრაციის სააგენტო, რომელიც 1993 წლიდან მუშაობს საქართველოში. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მიგრანტთა უფლებების დაცვა, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა, მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

გააზიარე