კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტი-ახალგაზრდობისთვის
კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტი-ახალგაზრდობისთვის
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია და საერთაშორისო ფონდი ,,ფიროსმანის უკვდავება“, მოსწავლეებისა და სტუდენტი-ახალგაზრდობისთვის
საკონკურსო თემაა: ნიკო ფიროსმანი, მხატვრის ცხოვრება და შემოქმედება.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ვადა: 1 დეკემბრიდან 22 დეკემბერის ჩათვლით.
საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ადგილი: ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, ფიროსმანის ქ. N29, 11 საათიდან 17 საათამდე.
გამარჯვებულის გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიალი შედგება 2020 წლის 11 იანვარს, ნიკალას მშობლიურ სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.