ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიის“ განხილვა

27 ივნისი, 2019

ახალციხის მერიის 2019-2022 წლების „კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიის“ შესახებ იმსჯელეს დღეს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. დოკუმენტი  ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI)  მიერ, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)-ს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

სტრატეგიის შემუშავების პროცესზე, სახელმძღვანელო პრინციპებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა  და აუდიტორიას დოკუმენტის სამუშაო ვერსია გააცნო. მუნიციპალიტეტის მერიის ხედვებისა და ამ კუთხით არსებული პრობლემების დასაძლევად  განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა  მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ.

სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიზნები და ამოცანებია:

  • ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების გაუმჯობესება;
  • ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება;
  • საზოგადოებრივი ჩართულობის მექანიზმების გაძლიერება;
  • ახალციხის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების გაუმჯობესება;
  • კონკურენციის გაზრდა სახელმწიფო შესყიდვებში.
  •  

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.  მისი მიზანი პროექტის პრეზენტაციის გარდა, სწორედ  დოკუმენტთან დაკავშირებით ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის სამოქალაქო  და მედია სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა და შემდგომში მათი გათვალისწინებაა .

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს იმ რამდენიმე მუნიციპალიტეტს შორისაა, რომლებიც 2016 შეუერთდნენ ღია მმართველობის პარტნიორობას OGP-ს . იგი გამჭვირვალე, ეფექტური და ანგარიშვალდებული მმართველობის ჭრილში ნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს.   ამით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოხატა მზადყოფნა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გაატაროს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი რეფორმები და დანერგოს საუკეთესო პრაქტიკა .

OGP-ში მონაწილეობის პროცესში ახალციხის მერიას მრავალმხრივ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI). შეხვედრა  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც  ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე