ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ქალაქში ნაგვის ურნების განახლება მიმდინარეობს

14 აგვისტო, 2019

ქალაქ ახალციხეში ნათენაძისა და კოსტავას ქუჩებზე, ძველი და დაზიანებული ნაგვის ურნების განახლება მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 30 ახალი ურნა განთავსდა ცენტრალურ პარკში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე სკვერსა და გზისპირებზე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება ნაგვის ურნების განახლება.

გააზიარე