ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ვალეში წყალმომარაგების სრული რეაბილიტაცია დაიწყო

24 ივლისი, 2019

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ ვალეში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს თამარ მეფისა და კაკაჩიშვილის ქუჩებზე.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის არსებულ ცენტრალურ სათავე ნაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოწყობა რვა ჭაბურღილი და მაგისტრალური მილსადენი, ასევე სრულად შეიცვლება შიდა ქსელი და მოხდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

ამორტიზებული სისტემის გამო, ვალის მოსახლეობას წლებია წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემები აწუხებს, ქალაქს წყალი დღის გამნავლობაში მხოლოდ ექვსი საათით მიეწოდება, ასევე დიდია წყლის დანაკარგიც. 

პროექტის განხორციელებას 6,400,000 ლარი მოხმარდება, სამუშაოების დასრულება 2020 წლის მაისში იგეგმება და შედეგად 3 700-მდე ადგილობრივი უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით.

გააზიარე