ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გუბერნატორმა სასწრაფო-სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა

16 ოქტომბერი, 2018

სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ბორჯომის შემდეგ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა ექსპლოატაციაში უკვე ახალციხეშიც შევიდა.

მედ-პერსონალის განახლებული სამუშაო პირობები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა - ბესიკ ამირანაშვილმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან - ავთანდილ თალაკვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

შენობა სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ინვენტარით. გამოყოფილია მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახები. ასევე, მოწესრიგებულია შენობის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც. 

მხარის გუბერნატორის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს დროული და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით. ამისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედპერსონალს მუშაობისთვის სათანადო პირობები ჰქონდეს შექმნილი. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და გუბერნატორის ადმინისტრაცია, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას.

გააზიარე