ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ბუნებრივი რესურსები

სასარგებლო წიაღისეული

ახალციხის მუნიციპალიტეტი  მდიდარია სხვადასხვა სახის  ბუნებრივი წიაღისეულით, მათ  შორის: სოფელ  მუსხის  მიდამოებში  დიატომიტის, სოფელ ბოგის,  შურდოსა და  გიორგიწმინდის ტერიტორიაზე - აქატისვალისა და ნაოხრების მიმდებარედ  მურანახშირის, სოფელ აბათხევთან  კი  თაბაშირის საბადოებია, ხოლო ქალაქ ახალციხეში  CO 2 მოიპოვება.

 

წყლის რესურსები

მთავარი მდინარეებიამტკვარი და ფოცხოვი, ხოლო მათი  შენაკადებია - ქვაბლიანი და ურაველი.  პატარა მდინარეებია: წინუბნისწყალი და ჭვინთაღელე. მდინარეები გაზაფხულზე წყალუხვია, შემოდგომიდან კი მათი დონე კლებულობს და ზამთარში მინიმუმამდე დადის. თავსხმა წვიმების დროს იცის პერიოდული ნაკადულების ღვარცოფული მოვარდნა. მდინარეებს იყენებენ სარწყავად. წყლის რესურსებიდან, აღსანიშნავია წყალთბილის გოგირდოვანი თერმული წყალი, ასევე, ურაველისა და გურკელის მინერალური სამკურნალო წყლები.

 

ტყის რესურსები

მუნიციპალიტეტში სამი ძირითადი ზონაა - გარდამავალი ტყესტეპი, მთის ტყე და მდელო. დაბალ ნაწილში განვითარებულია მდელოს ყავისფერი და ალუვიური მდელოს კარბონატული ნიადაგები, მესხეთისა და ერუშეთის ქედების ტყიან კალთებზე – ტყის ყომრალი  ნიადაგი, რომელსაც უფრო მაღლა მთის მდელოს კორდიანი ნიადაგი ცვლის. ჭალის ზედა ტერასებზე ალუვიური ნიადაგია. ცენტრალურ ნაწილში გაბატონებულია კლდის ქსეროფიტული ბუჩქები და ნახევარბუჩქნარები (ღვიაგლერძაზღარბაშავგაჯა) აგრეთვე ქსეროფიტული მრავალწლიანი ბალახეულობა, დიდი ფართობი უჭირავს ველის წივანიან და ვაციწვერიან დაჯგუფებებს. სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში მთის ტყის ქვედა ზონა მუხნარ–რცხილნარს უჭირავს. მესხეთის ქედის ტყის ზედა ზონაში გავრცელებულია ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო ერუშეთის ქედის ამავე ზონაში მთის ფიჭვნარი. ამასთან, ქედების თხემურ ზოლში სუბალპური და ალპური მდელოებიცაა.

ნიადაგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშა-ქვებითა და თიხებით. ერუშეთის ქედის აგებულებაში შედის ეოცენური ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ანდეზიტები. მესამეული ვულკანოგენური წყებებითაა აგებული მესხეთის ქედის ის მონაკვეთი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში შედის. რელიეფი რთულია, გვხვდება მოვაკებული ტერასები, მერიდიანული ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომლებიც განლაგებულია 950 მ-იდან (სოფელი აწყურთან) 2964 მ-მდე (მთა გუმბათი). მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა სახის წიაღისეულით,  მოიპოვება მურა ნახშირიდიატომიტიაქატითაბაშირი, საშენი მასალა.

გააზიარე