ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალგაზრდული პროექტი ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში

24 ივლისი, 2019

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, „პოლონეთის რესპუბლიკის ახალგაზრდული საბჭოების განვითარების ასოციაციასა“ და „ლიეტუვის ახალგაზრდულ საქმეთა კოორდინატორთა ეროვნულ ასოციაციასთან“ პარტნიორობით ახორციელებს პროექტს „საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე.   პროექტი მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას და  გადაწყვეტილების მიღების პროცესში  ახალგაზრდების ჩართვის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სამ დღიანი ტრენინგ-სემინარი ჩატარდა, რომელშიც  ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები  ახალგაზრდა ლიდერები, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული ახალგაზრდული მუშაკები მონაწილეობენ.

შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო ექსპერტმა ახალგაზრდულ საკითხებში,  „ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია - აირას“ დირექტორმა რატი ჭეიშვილმა. 

რეგიონული სემინარის მიზანია მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების შექმნა და გაძლიერება, ასევე სხვადასხვა ახალგაზრდული აქტივობების განსახორციელებლად აუცილებელი მუნიციპალური  პლატფორმების ხელშეწყობა. ახალგაზრდებმა  მიიღეს ინფორმაცია სამოქალაქო ჩართულობისა და  გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ასევე შეასრულეს  პრაქტიკული დავალებები და სიმულაციური თამაშები.

პროექტი Word vision საქართველოს დახმარებით მომზადდა და ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს ფინანსური მხარდჭერით ხორციელდება საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში - ახალციხის, ადიგენის, თელავის, გურჯაანის, ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში.

 

გააზიარე