ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მე-5 სკოლაში სასკოლო ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

16 აგვისტო, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. 
ამ დროისთვის ქალაქ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში სანიტარული კვანძების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. იგეგმება ასევე, სკოლის ეზოში კერძო დასახლებასთან არსებული გამყოფი კედლის რეაბილიტაციაც.
ახალი სასწავლო წლის დადგომამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის 18 სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 760 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე