ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი ახალციხეში

10 ივლისი, 2019

მესხეთის  სახელმწიფო დრამატულმა  თეატრმა  საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ  ანსამბლ  „რუსთავს“ უმასპინძლა.

ანსაბლმა ქართული ხალხურის სიმღერები და საგალობლები შეასრულეს და ახალციხელი მაყურებლის განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურეს.

მსმენელის წინაშე მომღერლებთან ერთად, ანსამბლის დამფუძნებელი, მუსიკალური ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი წარსდგა, რომელმაც ანსამბლის დაფუძნებისა და ქართული ფოლკლორის შესახებ ისაუბრა. კონცერტის დასასრულს მან ახალციხის მუნიციპალიტეტს სამახსოვროდ ანსამბლის სიმღერების კრებული გადასცა.

კონცერტს სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე