ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ააიპ " ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"

  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი     ,,ახალციხის  მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი’’ არის ახალციხის  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. იგი  ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ დაავადებათა კონტროლს, ეპიდზედამხედველობას, (მათ შორის ლაბორატორიულ და ელექტრონულ ეპიდზედამხედველობას) უზრუნველყოფს სამედიცინო საინფორმაციო სისტემის, სამედიცინო სტატისტიკის წარმოებას და სახელმწიფო პროფილაქტიკურ-პროგრამულ ღონისძიებების განხორციელებას.

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  წარმოადგენს  იურიდიულ პირს,  რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა  და  წინამდებარე   წესდების   საფუძველზე.

 

იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი ახალციხე, მერაბ კოსტავას ქუჩა N 18; იურიდიული პირს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი,  საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, არაკომერციული იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. იურიდიული პირის დამფუძნებელია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ახალციხის მუნიციპალიტეტი. დამფუძნებელი განსაზღვრავს  იურიდიული პირის წესდებას, მიზნებსა  და ამოცანებს. იურიდიული პირის დამფუძნებლის სახელით მოქმედებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.

 

იურიდიული პირის მიზნები და ამოცანებია:

 

ა) გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი. ინფექციურ დაავადებათა ელექტრონულ ინტეგრირებულ სისტემაში მონაცემთა (72 დაავადება და მდგომარეობა) შეყვანა.

 

ბ)  იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა სამედიცინო დაწესებულებებთან (პირველადი ჯანდაცვის (პჯდ))და ჰოსპიტალურ სექტორთან ერთად, განხორციელების ლოგისტიკური  ხელშეწყობა, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;   

გ) იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა - იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ელექტრონული მოდულის გამართული მუშაობის კოორდინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის დამხმარე ზედამხედველობა.

დ) სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება და წარდგენა სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის (შემდგომში დკსჯდ) ეროვნულ ცენტრში დადგენილი წესით; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ  ჯანდაცვის დაწესებულებებში (სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური და იურიდიული პირები)  დაავადებათა რეგისტრაცის, შეტყობინებების სისტემის ფუნქციონირების, ანგარიშგების მოწესრიგების ხელშეწყობა, მონიტორინგი, მონიტორინგის შედეგების შეფასება და მეთოდური დახმარების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;

ე) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სანიტარიულ ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ვ)   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა. პრევენციული ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას (აღრიცხვა-რეგისტრაციას დაქვემდებარებული გადამდები დაავადებების გამოვლენა, მათზე ეჭვის მიტანა ან ეპიდაფეთქება);

ზ) ჯანმრთელობისათვის საზიანო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირების, ავადობის გრძელ და მოკლე ვადიანი პროგნოზირების მიზნით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ანალიზი, რეკომენდფაციების შემუშავება დკსჯდ ეროვნულ ცენტრის მონაწილეობით მოსახლეობისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის.

თ) ჯანსაღი ცხოვრების წესის და უნარების დამკვიდრების, მავნე ჩვევათა კორექციის და მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო საშუალებებით და სპეცოფიკური ღონისძიებებით საკომუნიკაციო კომპანიების, სოციალური მობილიზაციის ორგანიზება და წარმართვა;

ი) ჯანმრთელობისათვის საზიანო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, ადამიანის ჯანმრთლობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;

კ) გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება;

ლ) ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებზე მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, გადაწყვეტილებათა და დასახულ ქმედებათა კოორდინაცია პროფილურ ცენტრალურ სტრუქტურებთან;

მ)   პროფესიული ადამიანური რესურსების განვითარება, მოტივირება და შენარჩუნება, ზრუნვა პროფესიული რეზერვის შექმნაზე;

ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა. პრევენციული ღონისძიებების გატარება;

ო) პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, გამრავლების ადგლების პასპორტიზაცია, პროფილაქტიკური,მკურნალობის ორგანიზება.

პ) ჯანმრთელობის ადვოკატირება, კომუნიკაციის გაუმჯობესება, მოსახლეობაში საინფორმაციო განმარტებითი საქმიანობის წარმართვა, სოციალური მობილიზაციის ხელშეწყობა და საჭიროებების შემთხვევაში მისი უზრუნველყოფა. თემის წარმომადგენლების, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.

ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციათა კონტროლისა და პროფილაქტიკის, სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შერჩევითი კონტროლის განხორციელება. ინფორმაციის კონსოლიდირება ელექტრონულ ფორმატში და ანგარიშგება დადგენილი წესით;

რ)  წყალმომარაგების სისტემის, სანიტარიისა და ჰიგიენის რუტინული მონიტორინგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ს)   ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონის (მუხლი 5, პუნქტი 31  და 32 -ით განსაზღვრული ნორმების შესრულების მონიტორინგი, დარღვევების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზებში;

ტ)   ,,ტუბერკულოზის მართვის’’ სახელმწიფო პროგრამის ეპიდზედამხედველობის კომპონენტის განხორციელება, ასევე ტუბერკულოზის კონტროლის კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

უ)   ვერბალური აუტოფსიის მეთოდით სიკვდილით არაიდენტიფიცირებულ მიზეზთა შემთხვევების კვლევა;

ფ)    მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო მართვის ხელშეწყობა;

ქ)  ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის’’ პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის განხორციელების ხელშეწყობა;

ღ)    მუნიციპალური პროგრამების, პროგრამულ ღონისძიებათ ფორმირება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე წინა წლების (მინიმუმ 3 წელი მაინც) ავადობის შესახებ სამედიცინოსოციალურიი-სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით, პროგნოზული გათვლების საფუძველზე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის  სამინისტროს ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) პირობათა გათვალისწინება;

ყ)    არაგადამდებ დაავადებების, ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული სტარტეგიების, თამბაქოს, ქრონიკულ რესპირაციული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, კიბოს, მარილის ჭარბი მოხმარების, სიმსუქნის, ტრავმატიზმისა და ძალადობის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიებისა  სამოქმედო გეგმების ადგილზე განხორციელების ხელშეწყობა;

შ)    სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე დკსჯ ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული პოტენციალის გამოყენებით ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდრეჟიმის დაცვის სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული საავადმყოფოს შიგა ინფექციების პროფილაქტიკის ხელშეწყობა;

ჩ)   სამოქმედო ტერიტორიაზე საწარმოების, დაწესებულებების, მათ შორის საკურორტო/ სარეკრეაციო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და ცალკეული მოქალაქეების მიერ საქართველოს კანოონმდებლობით გათვალისწინებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულებაზე მეთვალყურეობა. საჭიროების შემთხვევაში ოფიციალური შეტყობინებების მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის.

ც)    ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებათა საწინააღმდეგო სამედიცინოპროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, კერების ეპიდემიოლოგიური შესწავლა-მონიტორინგის, სანიტარულ-პროფილაქტიკური სამუშაოების (დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექცია, კონტაქტირებულთა ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის კლინიკური ნიმუშებისა და გარემო ობიექტების მასალის აღება) ორგანიზების ხელშეწყობა.

ძ)    მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების და ექიმი ფიზიკური პირების კოორდინაციისა და ინტეგრირების ხელშეწყობა პროფილაქტიკურ პროგრამებში;

წ)   მონაწილეობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  მიერ ორგანიზებულ სასწავლო ღონისძიებებსა და ტრენინგებში;

ჭ)  ,,C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების (სკრინინგი) მხარდაჭერა მოსახლეობის ინფორმირებულობის და მობილიზაციის გზით, მკურნალობის პროცესში ჩართვის ზედამხედველობა.

ხ) კულტურის, სპორტის, საზოგადოებრივ შენობებსა და სააღმზრდელო/სასწავლო დაწესებულებებში კვებითი პროდუქტებისა თუ საყოფაცხოვრებო მომსახურების უზრუნველყოფისას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე მონიტორინგი; ხელშეწყობა არნიშნული ნორმების სრულად დაცვისათვის;

ჯ)   საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიულ ნორმებზე ზედამხედველობა;

ჰ) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისას საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შეუტანლობაზე ზედამხედველობა;

1) ჯანსაღ უნარჩვევათა  განვითარების ფორმირებისა და დამკვიდრების მიზნით ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და სხვა სპეცოფიკური ღონისძიებებით ფართო სააგიტაციო-პროპაგანდისტული მუშაობის ორგანიზება და წარმართვა.

2) სასმელი წყლის სისტემის უსაფრთხო ექსპლუატაციის ღონისძიებათა შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში. 

3) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიკედლებული ცხოველების იმუნიზაცია, კასტრაცია, სტერილიზაცია.

 

გააზიარე