ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

26 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-8 სხდომა გაიმართება

25 ივლისი, 2019

    მოსახლეობის საყურადღებოდ !

    ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო გაცნობებთ, რომ 2019 წლის 26 ივლისს 15:00 საათზე გაიმართება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-8 სხდომა შემდეგ მისამართზე: ქალაქი      ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა №2, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე. სხდომაზე განიხილება შემდეგი საკითხები:

  1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ანგარიშის თაობაზე (თებერვალი 2018 - თებერვალი 2019, 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში).
  2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის ექვსი თვის ანგარიშის თაობაზე.
  3. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის’’ საქმიანობის ექვსი თვის ანგარიშის თაობაზე.
  4. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში, მერიის მიერ განხორციელებული ცვლილების შესახებ (ინფორმაციისათვის).
  5. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის „ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბისათვის’’ გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე.
  6. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  7. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების მიმოხილვისა და შეფასების შესახებ.
  8. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 მარტის N11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

      9 ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების                     წესის  შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

     10. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ საწვავით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე.

გააზიარე