Hot line:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

შემოსავლების სამსახური

ახალციხის სერვის ცენტრი

მისამართი: ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. N54
ტელეფონი:  2 26 21 27

 

შემოსავლების სამსახურის მისია და სტრატეგია

  • შემოსავლების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
  • უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლს;
  • ახორციელებს გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
  • ახორციელებს საგადასახადო კონტროლს, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ზედამხედველობას;
  • მონაწილეობს სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;
  • გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე;
  • განიხილავს საჩივრებს და მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვაში;
  • თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • იღებს გადაწყვეტილებებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, გაუქმების თაობაზე და ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;
  • იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
  • უზრუნველყოფს სამართალდარღვევების გამოვლენას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევის საქმეების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;
  • ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას;
  • ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

საინფორმაციო ცენტრი: 2 299 299
ცენტრალური აპარატი
ვ.გორგასლის ქ. #16, 0114

ელ-ფოსტა: info@rs.ge

ვებ-გვერდი:  http://www.rs.ge

 

Share page