Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერი ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

11 November, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ხელმძღვანელს დავით ფეიქრიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერიისა და ვეტერანების საქმეთა სამმართველოს წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

დავით ფეიქრიშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, თადარიგის გენერლის ვლადიმერ იმნაძისა და მთელი სამსახურის სახელით, სამადლობელი საჩუქარი გადასცა მუნიციპალიტეტის მერს, ვეტერანთა აქტიური მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

Share page