სოფელ თისელში ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო.
პროექტის თანახმად თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობა აშენდება და კეთილმოეწყობა მიმდებარედ არსებული ეზო.
სამუშაოები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც 80 340,00 ლაარი იხარჯება.