Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერებთან

30 July, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მოქმედი ახალგაზრდული ცენტრების მენეჯერებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. 

გულიკო მაღრაძემ და მანანა მოდებაძემ შეხვედრაზე გენდერულ თანასწორობაზე, დისკრიმინაციაზე, დღემდე არსებულ სტერეოტიპებსა და ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს. მიაწოდეს ინფორმაცია „ქალთა ოთახის“ არსებობის შესახებ, რომლის ფუნქცია მისული ვიზიტორის დახმარება და მათთვის საჭირო კონსულტაციის გაწევაა. ასევე, ახალგაზრდული ცენტრების მენეჯერებს კონკურის „ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ“ ინფორმაციაც მიაწოდეს და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდენენ.

მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილებამ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გამართა.

Share page