Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ბავშვებისათვის

  • სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება

 ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებში“ (ა(ა)იპ – სამხატვრო და სამუსიკო სკოლები) – სწავლის ღირებულების 100%-ით დაფინანსდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;
  • სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილები;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;
  • შშმ პირთა შვილები;
  • შშმ ბავშვები;
  • მრავალშვილიან მშობელთა (მშობლის) შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);
  • დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა შვილები;
  • სოციალურად დაუცველ ოჯახთა შვილები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით.

 

  • შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შშმ ბავშვები, 1 ივნისსბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

  • დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი მიიღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით.
Share page